კონსტანცასა და ანაკლიის პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბრიუსელში, ევროპარლამენტში ანაკლიისა და კონსტანცას პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან აცნობეს.

მემორანდუმი მხარეებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობას ითვალისწინებს. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის, საერთო სამოქმედო სატრანსპორტო გეგმისა და მარშრუტების შედგენის შესახებ. ასევე თანამშრომლობა ლოგისტიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, კონსტანცას პორტი გამოცდილებას გაუზიარებს და პოპულარიზაციას გაუწევს ანაკლიის პორტს, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასა და ტვირთბრუნვის გაზრდაზე იმუშავებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ისეთ სტრატეგიულ პარტრნიორთან, როგორიც კონსტანცაა. ეს სამომავლოდ უკვე ჩვენს ერთობლივ კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას ნიშნავს, რაც ორივე პორტისთვის წარმატებული საქმიანობის წინაპირობა და კიდევ უფრო სწრაფი განვითარების პერსპექტივაა“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

მემორანდუმს ხელი დუნაის სამდინარო არხისადმი მიძღვნილ დღეს მოეწერა. დუნაის სამდინარო არხი ათ ქვეყანას კვეთს და ოც დიდ პორტს აერთიანებს. შესაბამისად, ანაკლიის პორტიც დუნაის არხის პარტნიორი პორტების რიცხვშია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო