ლადო სადღობელაშვილმა მოსამართლეს მიმართა, ბრალდებულებს სასამართლო პროცესი ლოცვით დაეწყოთ, რაზეც უარი მიიღო

ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ, პროკურორების აცილება მოითხოვა.

როგორც ცირა ჯავახიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, საქმის ძიება არ ხდება ობიექტურად და გამოძიება მხოლოდ „ქართული მარშის“ წევრთა საქმეებით არის დაინტერესებული.

„ბრალდებამ გადმოგვცა მტკიცებულებები, ასევე, ჩვენ მოვიპოვეთ ვიდეოჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, რომ „ქართული მარშის“ წევრები არიან ნაცემები აქციაზე. ნაცემია მიხეილ ამისულაშვილი. კადრებში აშკარად ჩანს ბექა რევაზიშვილს როგორ სცემს ვიღაც პირი. დევი შელაშვილის ცემის კადრებიც არის ასახული. ამ კადრებზე რეაგირება არ მომხდარა. ბრალდებულები არიან დაზარალებულები. დამნაშავე მხარე არის გარეთ, ხოლო გამოძიება არაფერს აკეთებს", - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა პროკურორთა აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, სხდომის დაწყებამდე ერთ- ერთმა ბრალდებულმა ლადო სადღობელაშვილმა მოსამართლეს მიმართა და სთხოვა სასამართლო პროცესი ლოცვით დაეწყო ბრალდებულებს, თუმცა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდებულის თხოვნა და განმარტა, რომ ეს არის სასამართლო და არა ეკლესია.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს, „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2”-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული შემდეგ რეპლიკა გააპროტესტეს: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”.

აქციის მონაწილეებმა არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი დააკავეს. „ქართული მარშის“ ექვსივე წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა