დიმიტრი ქუმსიშვილი - საბანკო ჰოლდინგების რეგულაციები დაიხვეწება

არ უნდა გვქონდეს კითხვის ნიშნები, რომ საბანკო სექტორი ემსახურება საბანკო სექტორს და რეალური ეკონომიკა მუშაობს რეალურ ეკონომიკაზე, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბანკო ჰოლდინგებთან დაკავშირებით, არაპროფილური აქტივების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, უკვე განხორციელებული ცვლილებები ეფექტურია, თუმცა საჭიროა მეტი კონკრეტიკა.

"ბოლო პაკეტში, რომელიც 2017 წელს გავიტანეთ და მიღებული იქნა, გავწერეთ საკმაოდ კარგი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც საბანკო სექტორში დასაქმებულ ან კონტროლის განმახორციელებელ პირს, რომელსაც აქვს წვდომა გარკვეულ ინფორმაციაზე, არ შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკის რეალურ სექტორში ეს ბიზნესი. თუმცა, ახლა ვფიქრობთ კიდევ უფრო მეტ დაკონკრეტებაზე, იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ არ გვქონდეს კითხვის ნიშნები, რომ საბანკო სექტორი ემსახურება საბანკო სექტორს, ხოლო რეალური ეკონომიკა მუშაობს რეალურ ეკონომიკაზე. იქ არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტი, არ უნდა არსებობდეს გადაფარვები და შესაბამისად, ყველამ აკეთოს თავისი საქმე. კონკრეტიკა მოიცავს იმას, რომ დაკონკრეტებული უნდა იყოს თუ რას ნიშნავს კონტროლის მქონე პირი, როგორც საბანკო ჰილდინგებში, ისე რეალურ სექტორში, შემდგომ უკვე ვის რა უფლებები აქვს და ვინ როგორ უნდა იმოქმედოს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ცვლილებების დრაფტი უკვე არსებობს, თუმცა ჯერ განხილვები უნდა დაიწყოს, მათ შორის პირველ რიგში მთავრობაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო