“საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით საქართველოში ფორუმი EuroDIG 2018 გაიმართა

“საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში პირველად „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე - EuroDIG 2018“-ის ფორუმი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, EuroDIG წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად - თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.

„ფორუმის მეშვეობით ინტერნეტსაზოგადოების წარმომადგენლებმა, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა მიიღეს მათთვის საჭირო და დეტალური ინფორმაცია ევროპაში ამ მიმართულებით არსებული სიახლეების და ტრენდების შესახებ.

EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტსაზოგადოებისთვის. ამასთან, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა“, - ნათქვამია ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც სამთავრობო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ჯამში ფორუმში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა დელეგატმა, მათ შორის კი ევროკომისარმა ციფრული პოლიტიკის მიმართულებით, მარია გაბრიელამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა