გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის ხელმძღვანელებმა ტაივანში, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის ხელმძღვანელი პირები ტაივანში, ქალაქ ტაიპეიში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 22-ე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც პოქს ვირუსების, ირიდოვირუსების და ასფავირუსების თემატიკას შეეხებოდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ და შეხვედრაზე მათ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

კონფერენციაზე საქართველოს მხრიდან, მოხსენებით გამოვიდა ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, ანა გულბანი და საქართველოში ლაბორატორიის გაძლიერების პროგრამაზე ისაუბრა. წარმოდგენილი იყო პოსტერ-პრეზენტაციები. შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება, დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება და ახალი ინფორმაციის მიღება.

კონფერენცია ჩატარდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) სამეცნიერო-კვლევითი პროექტის - „საქართველოში ფებრილურ-ზოონოზური კანის დაზიანებების შემთხვევების აღმოჩენისა და დიაგნოსტიკის პოტენციალის ამაღლების“ ფარგლებში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს