მარიამ ჯაში - რასაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, მსგავსი მასშტაბის პროექტები ბოლო 25 წლის მანძილზე არ განხორციელებულა

რასაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, მსგავსი მასშტაბის პროექტები ბოლო 25 წლის მანძილზე არ განხორციელებულა, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის რიგით მეორე პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში, რომელიც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას აჯამებს.

„18 მუზეუმის, 20 თეატრის სრული რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია უკვე განხორციელდა და მიმდინარეობს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ. მსგავსი მასშტაბის პროექტები ბოლო 25 წლის მანძილზე არ განხორციელებულა. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ პროექტების სათავეში როგორც ფინანსური, ასევე განხორციელების თვალსაზრისით იდგა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე ინფორმაციით, ძირითადი ფინანსური რესურსები საქართველოს მთავრობის და ფონდი “ქართუს“ მიერ იქნა უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დასრულდება ზუგდიდის, ოზურგეთის, სენაკის თეატრების, ასევე, თბილისის სომხური დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო