გიორგი მშვენიერაძე - საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს

საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს, - ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ორგვარ ფორმატს: პერიოდულ ინფორმირებას და გარკვეულ ქვეჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას.

„კომისიის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ მათი ხედვა, როგორ იქნება წარმართული აღნიშნული კომისიის საქმიანობა. ჩვენ გვქონდა შეკითხვები, მათ შორის, პროცედურებთან დაკავშირებით და იმასთან, რომ ეს კომისია არ გავიდეს დადგენილი ფარგლებიდან. ამ კომისიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ძირითადი ფუნქცია არის ამ საქმეზე არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. საკითხი შეეხება როგორც მკვლელობების საქმის გამოძიებას, ასევე ამ მკვლელობებთან დაკავშირებით შესაძლო სხვა სამართალდარღვევების გამოვლენას“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს