საქართველოს საერთაშორისო სააბრიტრაჟო ცენტრი ხვალ გამგეობისა და საბჭოს გაფართოებულ სხდომას გამართავს

ხვალ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და გამგეობისა და საბჭოს ერთობლივ სხდომას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, სხვა საკითხებთან ერთად, დღის წესრიგით განსაზღვრულია გამგეობის მიერ ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის, საარბიტრაჟო ცენტრის არბიტრთა სიაში შეყვანის სტანდარტისა და საარბიტრაჟო ცენტრის, როგორც დამნიშვნელი ორგანოს პროცედურული წესების დამტკიცება.

მათივე ინფორმაციით, გამგეობა ორგანიზაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა, რომელიც ამ ეტაპზე 6 ძირითადი წევრისგან შედგება. გამგეობის წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები და იურისტები არიან. ამ ეტაპზე GIAC-ის გამგეობის წევრები არიან: ნინო ჩიქოვანი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი (გამგეობის თავმჯდომარე), ზვიად კორძაძე - „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ პარტნიორი და იურიდიულ ფირმათა ასოციაციის თავმჯდომარე, ეფრემ ურუმაშვილი - „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ პარტნიორი, ჯემალ ინაიშვილი - აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტი, დავით საგანელიძე - „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი. ასევე, გამგეობას ჰყავს საპატიო წევრი იას ბანიფატემი - იურიდიული ფირმა Shearman & Sterling-ის პარიზის ოფისის პარტნიორი.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, გამგეობისა და საბჭოს ერთობლივი სხდომის ფარგლებში, არბიტრთა სიაში ახალი წევრების დამატების საკითხზეც იმსჯელებენ. პოტენციური არბიტრების მიერ ორგანიზაციაში განსახილველად 8 განაცხადია შესული.

მათივე ინფორმაციით, საერთო სხდომის დასრულების შემდეგ, 8 ივნისს, 14:00-ზე, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებით გაიმართება დისკუსია-სემინარი არბიტრის არჩევის კრიტერიუმების შესახებ. დისკუსიის მთავარი მიზანია გამოავლინოს ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პოტენციური არბიტრი. დამსწრე საზოგადოება მოისმენს როგორც საარბიტრაჟო ცენტრის, ასევე მხარეთა წარმომადგენლების მიდგომას ამ საკითხთან დაკავშირებით.

სადისკუსიო პანელში მონაწილეობას მიიღებენ: ჯენიფერ იონანი – პარტნიორი, Shearman & Sterling, პარიზის ოფისი; ქეთევან ბეთანელი – იურისიტი, Freshfields Bruckhaus Deringer, პარიზის ოფისი / საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო საბჭოს წევრი; სოფო ტყემალაძე – საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო საბჭოს წევრი; ბექა ინჯია - საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა