სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს, დროულად გაატარონ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ

სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს, დროულად გაატარონ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ, რაც დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს და თხილს დაზიანებისგან დაიცავს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თხილის ნაცროვანი დაავადება აზიანებს ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფს. კერძოდ, ფოთოლზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი, ყვითლდება და ცვივა. ანალოგიური ფიფქი ჩნდება ყლორტზეც. დაავადებული ნაყოფი იფარება ქეჩისებური ფიფქით.

სააგენტოს განცხადებით, ნაცროვანი დაავადების და შედეგად, მოსავლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია თხილის შეწამვლა ფუნგიციდებით. ამასთნ, ქიმიური წამლობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები, შეწამვლისას აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დამატებითი ინფორმაცია იხილონ ბმულზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7267.pdf

http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7265.pdf

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა