"სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" ინფორმაციით, უკრაინაში "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" მიერ შემუშავებული ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტი დაამტკიცეს. გიორგი ვაშაძის მიერ შემუშავებულ პროექტს რადას დეპუტატების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.
„ვულოცავ ყველას, რადგან ეს რეალური გამარჯვებაა, ამით სრულდება ანტიკორუფციული ინსტიტუციების შექმნა. კონსტიტუციურმა უმრავლესობამ მიიღო ეს კანონი. პრეზიდენტი პოროშენკო პირადად მივიდა პარლამენტში იმისთვის, რომ კანონპროექტის მიმართ გარანტირებული მხარდაჭერა ყოფილიყო. ყველამ მხარი დაუჭირა, როგორც უმრავლესობამ, ისე უმცირესობამ. წინააღმდეგ წასვლა ვერავინ შეძლო, ვინაიდან ეს არის უპრეცედენტო პროექტი მსოფლიოში, მას არსად აქვს ანალოგი. საერთაშორისო ექსპერტებს არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ მსგავსი როლი, როგორც აქ. ეს არის კარგი მაგალითი საქარველოსთვის, თუ როგორი უნდა იყოს რეფორმები სასამართლოში. „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" გუნდმა შევქმენით მექნიზმი, სადაც შეუძლებელია, რომ პოლიტიკა იყოს ჩართული სასამართლო სისტემის შექმნაში. ეს სწორია, რადგან სასამართლო სისტემა, რომელიც იქმნება პოლიტიკური მონაწილეობით, არასდროს იქნება დამოუკიდებელი. კანონპროექტზე მუშაობისას, გათვალისწინებული იყო საერთაშორი პრაქტიკა და გამოცდილება, ასევე ვენეციის კომისიის სტანდარტები, მოთხოვნები და რეკომენდაციები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტზე "ინოვაცოებისა და განვითარების გუნდის წევრები რამდენიმე თვეა რაც მუშაობენ.