ზუგდიდში 10 წლის მოზარდი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა

ზუგდიდში 10 წლის მოზარდს თამაშის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ის ფეხბურთს თამაშობდა, როდესაც შეუძლოდ გახდა. მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალში განუცხადეს, მას ყველანაირი რეანიმაციული ღონისძიება 40 წუთის განმავლობაში უტარდებოდა. "შემოიყვანეს ბავშვი ასისტოლიით-გულის გაჩერებით, ტერმინალურ მდგომარეობაში. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია სრული მოცულობით, თუმცა რეანიმირება ვერ მოხერხდა", - ამბობენ მედიკისები.

ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდს თამაშის დროს თავში ბურთი მოხვდა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო