მევლუთ ჩავუშოღლუ - თუ დასავლური ქვეყნები ყირიმს დაივიწყებთ და ხვალ უკრაინას რამე დაემართება, ამაზე პასუხისმგებლები თქვენ იქნებით

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ევროპის ქვეყნები იმის გამო გააკრიტიკა, რომ ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ყირიმის საკითხს.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანკარაში ყირიმელი თათრების კულტურისა და დახმარების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თურქეთი არ ცნობს ყირიმის ანექსიას. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლურმა ქვეყნებმა ყირიმის დავიწყება დაიწყეს. თუ თქვენ დღეს ყირიმს დაივიწყებთ და ხვალ უკრაინას რამე მოუვა, პასუხისმგებელნი ამაზე ზუსტადაც რომ თქვენ იქნებით“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ, რომლის სიტყვებს თურქული საინფორმაციო სააგენტო İhlas ციტირებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, რომელიც ამჟამად სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა