ვაშინგტონში მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესმენ რობერტ პიტენგერს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში კონგრესმენ რობერტ პიტენგერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში.

„ქართველმა პარლამენტარებმა აღნიშნეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობა და ამერიკის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. დელეგაციამ ისაუბრა, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, ისევე, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პრიორიტეტებსა და საქმიანობაზე. ქართული მხარის მიერ განსაკუთრებულად იქნა ხაზგასმული საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების როლი და მნიშვნელობა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, საქართველოსათვის. ისაუბრეს იმ კონკრეტულ დადებით შედეგებზე, რასაც ორივე ქვეყნისათვის მოიტანს ხელშეკრულების ამოქმედება.

კონგრესმენმა დაადასტურა აშშ-ს განსაკუთრებული მხარდაჭერა სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სფეროში რეფორმების კუთხით. მისივე განცხადებით, კონგრესმენი მხარს უჭერს საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა