მამუკა ბახტაძე სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის საქართველოს ქვეყანათა ჯგუფის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს

8-10 ივნისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საქართველოს ქვეყანათა ჯგუფის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაში (Constituency Meeting), რომელიც ხორვატიაში, ქალაქ სპლიტში იმართება. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ჯგუფების წევრი 15 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლუქსემბურგი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები) ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე, ცენტრალური ბანკების მმართველები ესწრებიან.

შეხვედრაზე დელეგაციების წევრები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებს, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის. დისკუსიების ერთ-ერთი თემაა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები, გამოწვევები და პერსპექტივა ფინანსური ინკლუზიურობის თვალსაზრისით.

მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი დე ლანოი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ ჰიმსკერკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტები.

ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, მოხდება საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და რეფორმების განხილვა, ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობების კუთხით ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, ასევე, ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის განვითარების ხედვისა და სამომავლო პერსპექტივის გაცნობა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა