მოზარდი, რომელსაც საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი დაეჯახა, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება

მოზარდი, რომელსაც საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი დაეჯახა, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. ჰოსპიტალში გუშინ მოთავსებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერმა ქეთევან შარანგიამ განუცხადა, მოზარდს ჩაუტარდა სრული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ორგანოებისა და სისტემების რაიმე დაზიანება არ აღინიშნება. პაციენტს კანის საფარველი აქვს დაზიანებული მუხლებზე, ხელებსა და გვერდზე“, – განაცხადა შარანგიამ.

გუშინ, მოსკოვის გამზირზე, საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა