მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება იწყება

კურორტ გოდერძის მიმართულებით ახალი გაზსადენი აშენდება, რომელიც მაღალმთიან აჭარას ბუნებრივი აირით მოამარაგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, აჭარის გაზიფიცირების პროექტი შემოდგომაზე დასრულდება.

“ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით დაწყებულია პროექტი. უკვე ხორციელდება ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც პირველ ეტაპზე 11 ათასი აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს, სამუშაოები ვადაზე ადრე, 2018 წლის შემოდგომისთვის დასრულდება. მეორე ეტაპი აჭარის ყველაზე მაღალმთიან რეგიონში განხორციელდება და ეს არის 9 ათასი აბონენტის მომარაგება. რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, აჭარის მაღალმთიანეთში, ტექნიკური ხასიათის სირთულეებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ სამხრეთ საქართველოში არსებულ გაზსადენის ქსელზე დაერთებით, კურორტ გოდერძის მიმართულებით აშენდება გაზსადენი, რომელიც მაღალმთიან აჭარას მოამარაგებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე შეფასებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება იქ ძალიან რთულ პირობებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ასევე ხელი შეეწყობა ტურიზმს და მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროებს.

„გარდა ამისა, დაიზოგება ჩვენი ხე-ტყის ოქროს ფონდი, რომელიც არ უნდა იჩეხებოდეს იმისათვის, რომ ადამიანები ზამთარში თბილად იყვნენ. ამიტომ, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. 2013-2017 წლებში საქართველოში მოხდა 262 ათასი ოჯახის გაზიფიცირება 815 დასახლებულ პუნქტში. მათ შორის არის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები 13 459 ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო