მამუკა მდინარაძე - ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სისხლის სამართლის სპეციალისტი, აქვს დიდი გამოცდილება და ამიტომ მოხდა საგამოძიებო კომისიაში მისი ჩართვა

ეკა ბესელია არის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არის სისხლის სამართლის სპეციალისტი, აქვს დიდი გამოცდილება და ამიტომ მოხდა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მისი ჩართვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

ზაზა სარალიძის მოთხოვნის საპასუხოდ მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით წარმოდგენილია არა „ქართული ოცნება“, არამედ საპარლამენტო უმცირესობა. ამ კონტექსტში, მდინარაძემ აღნიშნა, რომ პერსონიფიცირება სწორი არ არის.

„პერსონიფიცირებაზე საუბარი არ უნდა იყოს, რადგან კომისიაში უმრავლესობა უმცირესობით არის წარმოდგენილი. სრული კარტბლანში აქვს ოპოზიციას – ამ შემთხვევაში უმცირესობას. უმრავლესობას კომისიაში გადამწყვეტი ხმა არ ექნება, რადგან „ქართული ოცნება“ მხოლოდ 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ ადამიანებზე ყურადღების გამახვილება არაფრის მომცემია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს