ესპანეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში სამგზავრო ავტობუსსა და სატვირთო მანქანას შორის შეჯახების შედეგად ოცზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Europa Press ავრცელებს.

სამგზავრო ავტობუსი მადრიდიდან უელვაში მიემართებოდა. ინციდენტი მადრიდეხოს მუნიციპალიტეტში მოხდა. მგზავრების უმეტესობა მსუბუქად დაშავდა, შვიდმა პირმა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო.

შეჯახების შედეგად ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა, თუმცა არ გადატრიალდა. ადგილზე სამედიცინო სამსახური და სამართალდამცველები მუშაობენ.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“