საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე დისკუსიის საგანი გახდა სერგი კაპანაძის შეხვედრები, რომელიც მან კომისიის შეკრებამდე გამართა

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის საორგანიზაციო სხდომაზე ხანგრძლივი დისკუსიის საგანი გახდა სერგი კაპანაძის შეხვედრები, რომელიც მან კომისიის შეკრებამდე განახორციელა.

ამ თემაზე კამათისას, მამუკა მდინარაძემ უმცირესობის წევრებს მიმართა, რომ კომისიის მანდატით განხორციელებული ნებისმიერი შეხვედრა უნდა იყოს “დაოქმებული“, უნდა არსებობდეს მისი ჩანაწერი, რათა არ მოხდეს ისე, რომ კომისია ვინმემ საკუთარი სუბიექტური მიზნებისა და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ უმრავლესობის პასუხად განმარტა, რომ კომისიისადმი ნდობასთან დაკავშირებით გაჩნდა გარკვეული კითხვები. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ზაზა სარალიძეს, ასევე ყველა სხვა ადამიანს ჰქონდეს ნდობა კომისიის მიმართ.

“სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი შეხვედრა“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ უმრავლესობის წევრების პასუხად.

პარლამენტში ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა