ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია საქმის მასალების პარლამენტში გადაგზავნას უახლოეს პერიოდში ელოდება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები ელოდებიან, რომ საქმის მასალები კომისიას მაქსიმალურად სწრაფად წარედგინება.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ საორგანიზაციო შეხვედრაზე განაცხადა, საქმის გამოთხოვის მოთხოვნით შესაბამის უწყებას მან უკვე მიმართა და იმედი აქვს, რომ მასალები პარლამენტში დღესვე გაიგზავნება. ამასთან, დიკუსიის საგანი იყო ისიც, თუ სად უნდა გაეცნოს კომისია მასალებს - პარლამენტში, თუ სასამართლოში, თუმცა შეთანხმდნენ, რომ მასალები გაცნობის შესაძლებლობა კომისიის წევრებს პარლამენტში უნდა მიეცეს.

კომისიამ თავმჯდომარის მოადგილედ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აირჩია, ხოლო კომისიის მდივნად - ოთარ კახიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა