თბილისის საკრებულოს ინიციატივით, კამპანია „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სამაჟორიტარო ოლქების ცენტრალურ სკოლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანია „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, მეორე შეხვედრა ისნის რაიონში, №85 საჯარო სკოლაში გაიმართა და მას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს დეპუტატები, ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და რაგბის ნაკრების წევრები დაესწრნენ.

გიორგი ჩაკვეტაძემ სპორტის მნიშვნელობაზე, სისტემის დახვეწის მეთოდებზე, ასევე სპორტის განვითარების კუთხით არსებულ მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. მანვე მოსწავლეებს დედაქალაქში სპორტის პოლიტიკის განვითარების კუთხით დაგეგმილ პრიორიტეტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

აღნიშნული კამპანიის მიზნებზე რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ ისაუბრა, მოსწავლეებს სპორტის მიმართულებით დედაქალაქის მერიაში არსებული სერვისებით სარგებლობისკენ მოუწოდა და ამ კუთხით შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობის გაწევას დაჰპირდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პირველ ეტაპზე კამპანია 15 ივნისამდე, რამდენიმე სამაჟორიტარო ოლქის ცენტრალურ სკოლებში ჩატარდება, ხოლო სექტემბრიდან კვლავ გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა ოლქის ცენტრალურ საჯარო სკოლებს მოიცავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო