ლევან იზორია ნატოს შტაბ-ბინაში უნგრელ კოლეგას შეხვდა

ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უნგრელ კოლეგასთან ტიბორ ბენკოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის - ლოგისტიკის წარმატებით განხორციელებაში უნგრეთის მხარდაჭერისთვის კოლეგას მადლობა გადაუხადა.

მინისტრებმა საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას უნგრეთიც შეუერთდება.

ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთანაც გამართა შეხვედრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა