ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნებისა და CEPEG-ის სახელმძღვანელო პრინციპების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნებისა და CEPEG-ის სახელმძღვანელო პრინციპების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნების და რეკომენდაციების ქართულად ნათარგმნი კრებული მნიშვნელოვანია საქართველოს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

„დღევანდელ შეხვედრაზე ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნების, კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. მოგეხსენებათ, ეს ორგანო არსებობს ევროსაბჭოს ეგიდით. ის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებას უკავშირდება, პერიოდულად, თითქმის ყოველწლიურად გამოსცემს რეკომენდაციებს. დღეისათვის არსებობს ოცი რეკომენდაცია, მზადებაშია 21-ე რეკომენდაცია. შესაბამისად, ამ რეკომენდაციების ქართულად ნათარგმნი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. მე პირადად, მაქვს მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენება ეს დასკვნები საქართველოში. სამი უმნიშვნელოვანესი დასკვნა მაქვს გამოყოფილი, რომელზეც ვისაუბრებ იმ პრობლემურ საკითხთან მიმართებაში, რაც დღეს საქართველოში არსებობს, გამოწვევები სასამართლოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნებისა და CEPEG-ის სახელმძღვანელო პრინციპების კრებულის პრეზენტაცია ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, ასევე საქართველოს უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს