სპორტული ფესტივალი „თბი-ლისი“ გრძელდება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით დაფუძნებული სპორტული ფესტივალი „თბი-ლისი“ გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ლისზე, სპორტული აქტივობების გარდა, განხორციელდება ART მარკეტი, სადაც საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება. ფესტივალი პატარების გასართობ აქტივობებსაც მოიცავს და დილიდან აქტიური იქნება საბავშვო კუთხე.

საფესტივალო დღე „სალიოს“ კონცერტით დაიხურება. ფესტივალი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და დასვენებისა და გართობისთვის სასურველი გარემოს შექმნას ემსახურება.

საფესტივალო ღონისძიებები შემოდგომის ჩათვლით, ყოველ შაბათს გაიმართება.

9 ივნისის სპორტული აქტივობები: 3X3 კალათბურთი; უშუ (საჩვენებელი წარმოდგენა); მინი გოლფი; ჭადრაკი; მაგიდის ჩოგბურთი; ფრენბურთი; ბუშტების ფეხბურთი; მფრინავი დისკი(ფრისბი); მკლავჭიდი; ქუჩის ფეხბურთი; როლერების შოუ და მასტერკლასები; გარბენი; ველოსპორტი; ძალოსნობა .

გარდა სპორტული აქტივობებისა, საფესტივალო დღეს, მერიის პროგრამის ფარგლებში, სპორტული ფედერაციებისთვის შეძენილი ინვენტარის და ეკიპირების ნაწილის გადაცემა მოხდება. 17:00 საათზე ღონისძიებას „გუფილენდის“ კონცერტი დაასრულებს.

სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება  როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს შეეძლებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო