ფოთში, ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ფოთში, ფოთი-გრიგოლეთი- ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარემოს დაცვითი შეფასების სამმართველოს წარმომადგენლებმა წარადგინეს.

მათი თქმით, ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზა პროექტირების და მშენებლობის მიზნებისთვის ორ ლოტად დაიყო. მათივე ინფორმაციით, პირველი ლოტი გრიგოლეთი-ქობულეთის ნაწილია, მეორე ლოტი კი, რომელიც ფოთი-გრიგოლეთის ნაწილს წარმოადგენს, თავის მხრივ სამ მონაკვეთად არის დაყოფილი.

„პირველი ეტაპი პატარა ფოთიდან მდინარე რიონის მთავარი კალაპოტის მარცხენა ნაპირზე „ნიკორას“ ქარხნის მიმდებარე უბნამდეა, ახალი ხიდის მშენებლობის ჩათვლით. მეორე ეტაპი მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ახალი ხიდის მიმდებარე უბნიდან მდინარე მალთაყვამდე. მესამე ეტაპი კი მდინარე მალთაყვიდან მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირამდე“, - აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა გია სოფაძემ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, გზის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დროებით გამოყენებული ტერიტორიების რეკულტივაცია მოხდება. პროექტის განხილვას საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია