გიორგი მარგველაშვილი - კონტრაქციებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ

უკვე ისეთი დინამიკა ჩამოყალიბდა და ისე წარიმართა პროცესი, რომ ჩემთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, რომლისთვისაც არა ხელისუფლება, არამედ სახელმწიფოა დასაცავი ღირებულება, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ კონტრაქციების თემას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც თბილისში ბოლო დროს გამართული ე.წ. კონტრაქციებს საკითხს ამოეხმაურა.

პრეზიდენტის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აეკრძალოს საკუთარი აზრის გამოხატვა, თუმცა, აქციების ფორმირება კონტრაქციებით ერთ-ერთ საშიშროებას წარმოადგენს.

„მე ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ უკვე ისეთი დინამიკა ჩამოყალიბდა და ისე წარიმართა ეს პროცესი, რომ ჩემთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, რომლისთვისაც არა ხელისუფლება, არამედ სახელმწიფოა დასაცავი ღირებულება, შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოების ასეთი დახლეჩა, ერთმანეთთან დაპირისპირება, მცდელობა, რომ მოხდეს ჯგუფების დაპირისპირება და ერთმანეთის მიმართ აგრესიის გაღვივება, საფრთხილოა. ცოტა მაინც ვისაც ახსოვს წარსული ან ვინც იცის ანა-ბანა იმისა, რა საშიშროებების წინაშე დგას საქართველო, ან თუნდაც ის ვინც იცის, რა მიზნები აქვს რუსეთის პროპაგანდას საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ თემას. ეს არის დენთთან თამაში და არაფრის დიდებით ჩვენ არ უნდა დავხლიჩოთ საზოგადოება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა