სოფიო ქაცარავა - მჯერა, რომ საუკეთესო გზა კონფლიქტის მოსაგვარებლად არის საერთო ძალისხმევით სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელება

სერბეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში საქართველოს დამოუკიდებლობის და პირველი რესპუბლიკის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბელგრადში პირველად გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს საზოგადოების წარმომადგნელები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„მჯერა, რომ საუკეთესო გზა კონფლიქტის მოსაგვარებლად არის საერთო ძალისხმევით სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელება, რაც ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ევროპის სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების პროცესში გამოწვევების ფონზე, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და სტაბილურობა, რეგიონის და ევროპის უსაფრთოხების და სტაბილურობის წინაპირობაა", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა სტუმრებს სიტყვით მიმართა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე, დემოკრატიზაციის პროცესზე და განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებასა და საქართველო-სერბეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება მიმემართა ჩვენი სერბი მეგობრებისთვის და მესაუბრა ჩვენს დემოკრატიულ რეფორმებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე, საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე და ორმხრივ ურთიერთობებზე. ის, რომ აღნიშნული ღონისძიება პირველად ჩატარდა სერბეთში, საქართველო-სერბეთის ურთიერთობების გაღრმავების ნათელი გამოხატულებაა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საპარლამენტო ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა