სოფიო ქაცარავა - საპარლამენტო თანამშრომლობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სერბეთ-საქართველოს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს

ბელგრადში საპარლამენტო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარამ დელეგაციასთან ერთად შეხვედრა გამართა სერბეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ვლადიმერ მარინკოვიჩთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, ისაუბრეს საპარლამენტო და ზოგადად, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტულ მიმართულებებზე, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში პარლამენტის როლზე, ასევე, ქვეყნებს შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებზე.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე.

ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სერბეთის პარლამენტის და ზოგადად, მთელი სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვლადიმერ მარინკოვიჩმა ქართველ კოლეგებს სერბეთის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნო, სადაც ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ჩინეთთან თანამშრომლობაზე, ორმხრივ და მრავალმxრივ ფორმატებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უთიერთმხარდაჭერაზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ასევე, სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებზე.

როგორც შეხვდრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, რომ „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ითანამშრომლონ. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ უზრუნველყონ პარლამეტის როლის გაძლიერება ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-კავშირების გაღრმავებაში.

„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სადაც შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საპარლამენტო რესურსი როგორც ორმრივ ფორმატებში ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საპარლამენტო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს და ვაჭრობის სფეროში შესაძლებლობლობების გამოყენებას. ასევე, მინდა გაზი გავუსვა, რომ შეხვედრისას სერბეთის მხარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბელგრადში მიიწვია, რაც ჩვენი საპარლამენტო კავშირების გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვიცე-სპიკერთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გიორგი ვოლსკი, გედევან ფოფხაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი და სერბეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა