გომბორზე მომხდარი ავარიის გამო, თბილისის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია

გომბორზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, თბილისის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. საპატრულო პოლიცია გომბორზე მიმავალ ავტომანქანებს გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაშავებულების ამოყვანის ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 10-მდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო