გომბორზე ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ამასთან, ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი უკვე ამოიტანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 10-მდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო