„ყაზტრანსგაზ-თბილისი" - კომპანია პროფესიული კოლეჯის სტუდენტების ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი ხდება

„ყაზტრანსგაზ-თბილისი" სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი „სპექტრის“ წარმატებული სტუდენტებისთვის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი ხდება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

აღნიშნული ინფორმაცია კოლეჯის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კომპანიის სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა განუცხადა.

კომპანია მზადაა უპრეცედენტო რაოდენობის, პროფესიული განათლების მქონე ვიწრო სპეციალობის პროფესიონალები დაასაქმოს კომპანიაში, განსაკუთრებული აქცენტი გადამზადებულ, სერტიფიცირებულ შემდუღებლებზე (აირშემდუღებელი და ელექტროშემდუღებელი) კეთდება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისსა“ და პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ითვალისწინებს კომპანიის კადრების პროფესიულ გადამზადებას კოლეჯის ბაზაზე და ასევე კომპანია პროფესიული სასწავლებლის სერტიფიცირებულ სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ მოეწერა. ღონისძიებას „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი გიგლა თამაზაშვილი, კომპანიის ხელმძღვანელები, კოლეჯ სპექტრის დირექცია ესწრებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს