ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის სასწავლო კურსი „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ გაიხსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობითა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის სასწავლო კურსი „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მაისში გამოცხადებული კონკურსის შედეგად 16 მსმენელი შეირჩა.

მათი ინფორმაციით, სასწავლო კურსის მიზანი მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებაა. მასში მონაწილეობის მიღება ქვემო ქართლში მცხოვრებ, ბიზნესის დაწყების მსურველ ქალებს შეეძლოთ.

სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, პრეზენტაციის მომზადებასა და წარდგენას სხვადასხვა თემაზე. მათ შორის: ახალი ბიზნესიდეის ჩამოყალიბება, ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა, მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა, ბიზნეს მოდელირება, კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და ა.შ.

სასწავლო კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი რაზმაზემ გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას თქმით, ტრენინგ კურსის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების ჩართულობაზე გაკეთდა, რათა მათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცეთ.

„ქალების მეტი ჩართულობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, დიდი ყურადღება ექცევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ახალი პროგრამებისა და ინიციატივების შემუშავებას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმის ფარგლებში ვალდებულება აქვს აღებული, რომ სამი წლის განმავლობაში ქალთა ეკონიმიკური გაძლიერების კუთხით ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების პროფესიულ გადამზადებასა და მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მონაწილეებს სასწავლო კურსის პროგრამის პრეზენტაცია ფინანსთა სამინისტროს აკადემიის განვითარებადი პროექტების მენეჯერმა, ნინო გვარამაძემ წარუდგინა. მონაწილეებს პირველი დღის პროგრამით გათვალისწინებულ თემებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

სამინისტროს ინფორმაციით, კურსის ბოლოს სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი გაიცემა, რომლის ტიპი დამოკიდებულია მსმენელის დასწრებაზე, შუალედურ შეფასებებსა და საბოლოო პრეზენტაციაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა