თბილისში, პეკინის ქუჩაზე სასწრაფო დახმარების მანქანა და „ტოიოტას“ მარკის ტაქსი შეეჯახნენ. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, შეჯახების შედეგად მსუბუქად დაშავდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადის ერთი წევრი და „ტოიტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი. მათ პირველადი დახმარება ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების სხვა ბრიგადამ აღმოუჩინა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის დაშავებული თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.