მამუკა მდინარაძე - ქვეყანაში არ არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო თავისი ქმედებით და თითოეული ნაბიჯით ადასტურებს, რომ ქვეყანაში არ არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები. ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძემ განაცხადა, რომ როდესაც შესაბამისი მტკიცებულებები იქნა მოძიებული და შეიქმნა საიმისო პირობები, რომ კონკრეტულ ადამიანს წარედგინოს ბრალი, სწორედ მაშინ მოხდა ამის გაკეთება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

„ჩვენ ინტერნსიური კონტაქტი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მის ხელმძღვანელებთან. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბოლო სხდომამდე სამი დღით ადრე მისცა გამოძიებას ჩვენება, შემდეგ ამ ჩვენების საფუძველზე დაიკითხნენ სხვა ადამიანებიც და შესაბამისად, ამის შემდეგ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებული იქნა დღეს მირზა სუბელიანი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შსს-მ მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა