ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება

ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება. განცხადებას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ჯავახეთის ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 ივნისის 00:00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება. აეროპორტის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გზაგამტარის პანდუსიდან ჯავახეთის ქუჩის გავლით და ასევე გაიჭრება გზის გამყოფი გამწვანების ზოლი და მოძრაობის საპირისპირო ზოლში მოეწყობა ერთი სამოძრაო ზოლი, რომელიც გზაგამტარის მერე ისევ შეუერთდება კახეთის გზატკეცილს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა