ჯავახიშვილის ქუჩაზე სახლის აივნის ჩამონგრევის შედეგად 41 წლის მამაკაცი დაშავდა

თბილისში, ივანე ჯავახიშვილის #82-ში საცხოვრებელი სახლის აივნის ჩამონგრევის შედეგად 41 წლის მამაკაცი დაშავდა. საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივანი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც მამაკაცი აივანზე იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა მუშაობს.

იხილეთ ვიდეო: თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა, სადაც 41 წლის მამაკაცი იმყოფებოდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა