ზაზა სარალიძე - ყველასთან კომუნიკაციას ვერიდებოდი, რათა შარი არ მოედოთ, რომ ჩემს უკან პოლიტიკოსები დგანან

ყველასთან კომუნიკაციას ვერიდებოდი, რათა შარი არ მოედოთ, რომ ჩემს უკან პოლიტიკოსები დგანან, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"მას შემდეგ, რაც პრემიერს შევხვდი, მე დღემდე არავისთან კომუნიკაცია არ მქონია. მხოლოდ გუშინ ვისაუბრე ტელეფონზე, რათა გამერკვია დღეს რომელ საათზე იქნებოდა აქცია. ყველასთან კომუნიკაციას ვერიდებოდი, რათა შარი არ მოედოთ, თითქოს ჩემს უკან პოლიტიკოსები დგანან. დღეს სწორედ იმიტომ მოვუწოდე მმართველ ძალას აქციაზე გამოსასვლელად, რომ ყველანაირი პარტიული ინტერესები გამოირიცხოს", - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მმართველ პარტიას მოუწოდა, აქციაზე მის მხარდასაჭერად მივიდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო