რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. საავტომობილო ნაკადს შსს–ს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. შეზღუდვა მოიხსნა ჩიტაძის ქუჩაზე, ასევე ჯორჯაძის ქუჩაზე და მის პარალელურ ქუჩებზე, თუმცა პარლამენტის შენობის წინა პერიმეტრი კვლავ გადაკეტილი რჩება.

შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე ხვალიდან ვერ იმოძრავებს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი.

აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტთან განთავსებული კარვები საავტომობილო გზაზე გადაიტანეს.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა