ზაზა სარალიძე - მეჯახება მთავრობა და სისტემა?! მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მისი მოთხოვნები კანონიერია და რუსთაველის გამზირზე კარვები ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დარჩება.

"გახარიას უწყება რომ აყალბებდა ამ საქმეს, თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. დღეს ამაში დავრწმუნდი. მეჯახება მთავრობა და სისტემა?! მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ და არ დაიჭერენ იმ პირებს, ვინც ამ მკვლელებს ხელი დააფარა. კარვების გზაზე გადატანა ჩემი გეგმის უკიდურესი ნაწილი იყო. მე მოვუწოდე მმართველ პარტიას გვერდში დამდგომოდა, მაგრამ არავინ მოვიდა", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელების და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა დასჯას ითხოვს. გუშინ მის მოთხოვნებს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა დაემატა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს