რუსეთის მოქალაქე, პარაპლანით მფრინავი ფეოდორ ჩელიშევი - არანაირი შეხება არ მაქვს პოლიტიკოსებთან და რაც მოხდა, ბიზნესინტერესების გადაკვეთა იყო

რუსეთის მოქალაქე, პარაპლანით მფრინავი ფეოდორ ჩელიშევი, რომელსაც 9 ივნისს გუდაურში სცემეს, აცხადებს, რომ კონფლიქტი არა პოლიტიკას, არამედ ბიზნესს უკავშირდება. ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაინტერესდეს ფაქტით, რომ გუდაურში საერთაშორისო ტრასას კრიმინალური დაჯგუფება აკონტროლებს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ სპეკულაციებს, რომელიც ამ ჩხუბის გარშემო ატყდა, თითქოსდა ჩხუბი პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. მე არანაირი შეხება არ მაქვს პოლიტიკოსებთან და ის, რაც მოხდა, ბიზნესინტერესების გადაკვეთა იყო. ბიჭები ამ სოფლიდან იგივე საქმით, ანუ პარაპლანის ფრენით არიან დაკავებულები. მათ მე და სხვა პარაპლანისტებს აგვიკრძალეს ფრენის განხორციელება. მუქარები მთელი წლის განმავლობაში ისმოდა. მე მომწონს საქართველო და მომწონს გუდაური და კვლავაც ვაპირებ ტურისტებთან მუშაობას. ინციდენტის დროს კი მათთან მივედი და ვიკითხე, რატომ გადაკეტეს საფრენთან გასასვლელი. ამ დროს მოხდა ჩემზე თავდასხმა. ნუ ისაუბრებთ პოლიტიკაზე, ისაუბრეთ იმაზე, რომ საერთაშორისო ტრასაზე კონტროლს კრიმინალური დაჯგუფება ახორციელებს. ვფიქრობ, მომხდარით საქართველოს მთავრობა უნდა დაინტერესდეს. ეს ქვეყნის იმიჯზეც ცუდად მოქმედებს“, - განაცხადა ფეოდორ ჩელიშევმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს