ვლადიმერ პუტინი - „დიდი რვიანი“ ჩვენ არ დაგვიტოვებია, თავის დროზე ჩვენი კოლეგები მოსკოვში არ ჩამოვიდნენ ჯგუფის სამიტზე, მოხარულნი ვიქნებით ისინი მოსკოვში ვიხილოთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნების პერსპექტივები შეაფასა. მისი თქმით, რუსეთს არ დაუტოვებია აღნიშნული ჯგუფი და „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მოსკოვში ელის. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება რუსეთის დაბრუნებას „დიდ შვიდეულში“, „დიდ რვიანში“, ჩვენ არ დაგვიტოვებია და არ გამოვსულვართ ამ ჯგუფიდან. თავის დროზე ცნობილი მიზეზების გამო ჩვენი კოლეგები მოსკოვში არ ჩამოვიდნენ ჯგუფის სამიტზე. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ისინი მოსკოვში ვიხილოთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სახეზეა შიდა პრობლემების არსებობა „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის წევრებს შორის.

8 ივნისს კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ უნდა გახდეს „დიდი რვიანის“ წევრი. „ეს იყო „დიდი რვიანი“, ვინაიდან რუსეთი იქ იყო. მე მიყვარს ჩვენი ქვეყანა. იცით, რომ რუსეთის კოშმარი ვიყავი. თუმცა, რუსეთი უნდა იყოს ამ შეხვედრაზე. რატომ ვატარებთ ამ სამიტს რუსეთის გარეშე? გარდა ამისა, რუსეთი „დიდ რვიანში“ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც ის გარიცხული იყო. ჩვენ გვჭირდება რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„დიდი შვიდეული“ (G-7) ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გაერთიანებაა. რუსეთი მისი წევრი 1998 წელს გახდა, თუმცა 2014 წელს ყირიმის მოვლენების შემდეგ ამ გაერთიანებიდან გაირიცხა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა