გლდანისა და სანზონის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

11 ივნისს, გლდანისა და სანზონის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, 11 ივნისს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება გლდანში, კაჭარავას, ჯანჯღავას ქუჩებისა და ჯანჯღავას I და II შესახვევში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 15:00 საათიდან.

კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება ასევე შეეზღუდება გლდანის VI მიკრორაიონის №10, №14, №14ა, №15, №18, №20, №21, №22, №23, №23ა, №24, №26, №27, №28, №29, №30, №30ა, №31, №110ბ/ბ, გლდანის VIII მიკრორაიონის №10, №12, №17, №18, №19, №20-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან.

ასევე 11 ივნისს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება სანზონაში, გურამიშვილის გამზირის №23, ლიახვის ქუჩის №1ა, სანზონის (ღრმაღელის) დასახლების №1ა, №1ბ, №1ვ, №1გ, №1დ, №2ა, №2ბ, №2ვ, №3ა, №3ბ, №3ვ, №3გ, №4ა, №4ბ, №4ვ, №4გ, №5, №6 და №7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

„გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან. ყველა ზემოაღნიშნულ მისამართზე გაზმომარაგების სრულად აღდგენა იგეგმება 11 ივნისს 18:00 საათისთვის.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო