რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და გამვლელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და გამვლელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უცნობმა პირმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. კონფლიქტი ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა განმუხტეს, რომლებმაც უცნობი პირი სიტუაციას გაარიდეს.

შეგახსენებთ, რუსთაველზე, აქციის მონაწილეებისთვის გამოყოფილი ადგილი სამართალდამცველებმა გამთენიისას სპეციალური ბარიერებით შემოსაზღვრეს. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობს.

მანამდე კი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სამართალდამცავებმა გაფრთხილება მისცეს და აქციის მონაწილეთა სიმცირიდან გამომდინარე სთხოვეს, რომ კარვები საავტომობილო გზიდან გადაიტანონ. აღნიშნულ გაფრთხილებას აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან და აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამდე კარვების დაშლას ან გადატანას არ აპირებენ.

ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელების და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა დასჯას ითხოვს. გუშინ მის მოთხოვნებს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა დაემატა.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“