მიხეილ გიორგაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე - მთავრობამ და სახელმწიფომ ყველა ის რეალისტური და ადეკვატური ნაბიჯი გადადგა, რაც უნდა გადაედგა

მთავრობამ და სახელმწიფომ ყველა ის რეალისტური და ადეკვატური ნაბიჯი გადადგა, რაც უნდა გადაედგა ამ შემთხვევაში,- ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

გიორგაძის თქმით, პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, ასევე გამოძიება მუშაობს რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

"ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ამას იზიარებს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ გადადგა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ადეკვატური იქნებოდა ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის დაფუძნებას და უმცირესობისთვის ინიციატივის გადაცემას, რათა არ ყოფილიყო უნდობლობაზე საუბარი და კითხვის ნიშნები. გარდა ამისა, ნაბიჯებს დგამს საგამოძიებო ორგანოები. ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ სიახლეებს გამოძიებასთან დაკავშირებით. დაზარალებული საგამოძიებო ორგანოებიდან ოჯახები მუდმივი ინფორმაციის მიწოდების რეჟიმში არიან, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავრობამ და სახელმწიფომ ყველა ის რეალისტური და ადეკვატური ნაბიჯი გადადგა, რაც უნდა გადაედგა ამ შემთხვევაში",- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა