სერგი კაპანაძე - საგამოძიებო კომისია პირველ რიგში დაზარალებულებს შეხვდება, შემდეგ სხდომებზე კი, ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს დაიბარებს

საგამოძიებო კომისია პირველ რიგში დაზარალებულებს შეხვდება, ხოლო შემდეგ სხდომებზე ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს დაიბარებს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა.

“პირველი სხდომა გვექნება 13 ივნისს, სადაც გამოვაქვეყნებთ კომისიის სხდომების გრაფიკს და შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ მომავალ კვირას სხდომები გვექნება პრაქტიკულად ყოველ დღე. ინტენსიურად ვიმუშავებთ და ამ შეხვედრებზე დავიბარებთ ადამიანებს. ოთხშაბათსვე გამოვაქვეყნებთ სიას იმ ადამიანებისა, რომლებსაც შემდეგ კვირაში მოუწევთ ახსნა-განმარტებების მიცემა. ჩვენ პირველ რიგში გვექნება შეხვედრები დაზარალებულ მხარესთან, ამის შემდეგ კი გვექნება შეხვედრები როგორც პროკურატურის, ისე შს სამინისტროს თანამშრომლებთან. ჩვენ სავარაუდოდ დავიბარებთ ყველა ადამიანს, ვისაც ამ საქმესთან ჰქონდა შემხებლობა და არც ერთი ადამიანი, ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსანი არ იქნება დაზღვეული კომისიაზე მოსვლისგან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა იმ განცხადებებს, რომელიც კომისიასთან დაკავშირებით გაკეთდა.

„მე მიმაჩნია, რომ ყველა საფუძველი არსებობს, რომ კომისიამ მასალების სრულად გაცნობის შემდეგ დადოს ის დასკვნა, რომლითაც ნათელი მოეფინება ყველაფერს. მინდა ყველა სკეპტიკოსს მოვუწოდო - კომისიის მუშაობას ადევნონ თვალყური, თვითონაც შეიტანონ წვლილი თუ შეუძლიათ და არ გამოვიდნენ მარტო ვიწროპარტიული ინტერესებიდან. როგორც იტყვიან - “ჩვენმა საქმეებმა წარმოგვაჩინონ“, - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო