საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და კომპანია Global Maritime Consultants Group-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ხელი მოაწერა კომპანია Global Maritime Consultants Group-თან ხელშეკრულებას გენერალური აგენტირების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დროშის ქვეშ ხარისხიანი გემების მოზიდვას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, კომპანია Global Maritime Consultants Group მსოფლიოს 17 ქვეყანაში 70 წარმომადგენლობითი ოფისით ოპერირებს.

„ხელმოწერის ცერემონია ქალაქ ათენში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო გამოფენა “POSIDONIA 2018’’-ის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საზღვაო ინდუსტრია მასშტაბური ეროვნული პავილიონით წარსდგა.

მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის დავოსად ცნობილ უმსხვილეს გამოფენაზე „პოსიდონია 2018“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცეში 75 კვ.მ პავილიონით იყო წარმოდგენილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი "ბერძენ გემთმფლობელთა ასოციაციის" პრეზიდენტს, თეოდორე ვენიამინს შეხვდა. შეხვედრისას თამარ იოსელიანმა თეოდორე ვენიამისს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევა გადასცა. როგორც თეოდორე ვენიამისმა აღნიშნა, ბერძენი გემთმფლობელები საქართველოს საზღვაო დროშითა და ზოგადად საქართველოს საზღვაო პოტენციალით დაინტერესებულნი არიან.

ღონისძიების ფარგლებში ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები როგორც უცხოურ პრესასთან, ისე მსხვილ გემთმფლობელებთან და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საზღვაო სექტორის პოტენციალი, ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხი, უცხოური გემთმფლობელების საკუთრებაში არსებული გემების დარეგისტრირება ქართული დროშის ქვეშ და საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი GIMF2018, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ბათუმში, 12-14 სექტემბერს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა