“თიბისი გალერეაში” კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა

“თიბისი გალერეაში” ესპანელ კინორეჟისორთან, ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ალბერტ სერა თბილისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტის - „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში ეწვია.

მათი ინფორმაციით. პროექტის მიზანია თანამედროვე კინომეტყველების ფორმების დანერგვა და ამ მიმართულებით სტუდენტების, კინოპროფესიონალებისა და კინომოყვარულების პროფესიული უნარებისა და შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოება.

საჯარო შეხვედრაზე ალბერტ სერამ თანამედროვე კინოს ტენდენციებზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე ისაუბრა. რეჟისორს მოდერატორობა პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ იდეის ავტორმა და რეჟისორმა, ვახტანგ ჯაჯანიძემ გაუწია.

„ალბერტ სერა ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა, რომელიც გაჯერებულია თანამედროვე კინომეტყველებისათვის დამახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტებით, როგორიცაა "კინოდრო, როგორც ონლაინ რეჟიმი", "პერფორმანსი კინოში", "ფსიქიკური სხეული", "მხატვრული პირობითობისა და დოკუმენტური სტილისტიკის სინთეზი". მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია: „ჩემი გარდაცვალების ამბავი“, „ლუი XIV-ს გარდაცვალება“ და „Birdsong“. რეჟისორის ნამუშევრები კანის, ლოკარნოსა თუ ვენეციის კინოფესტივალების არაერთი ჯილდოს მფლობელია,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში, სამომავლოდ დაგეგმილია XXI საუკუნის კინემატოგრაფიისთვის ისეთი ცნობილი ავტორების ჩამოყვანა, როგორებიც არიან: მექსიკელი კარლოს რეიგადასი, ტაილანდელი აპიჩატპონგ ვერასეტაკული, ბერძენი იორგოს ლანთიმოსი, რუმინელი კრისტი პუიუ, არგენტინელი ლუკრეცია მარტელი, პორტუგალიელი პედრუ კოშტა, რუსი ანდრეი ზვიაგინცევი, შვედი რუბენ ოსტლუნდი, იტალიელი მატეო გარონე და სხვები.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 10.12.2019
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში