„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ლაგოდეხში ეკო ბანაკი გაიხსნა

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე ეკო ბანაკი - „ოჩოკემპი“ გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ სოციალური მეწარმეობის თემაზე გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული “შესაძლებლობების სივრცის“ პროექტი, რომელიც სოციალური საწარმოს შექმნას ითვალისწინებდა, 50 000 ლარით დაფინანსდა.

„ეკოლოგიასა და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვის მიზნით ლაგოდეხის ნაკრძალის 1 000 კვ. მ. ფართობის ტერიტორიაზე მოეწყო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, აშენდება ადაპტირებული სველი წერტილები, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები, აიგო დამხმარე შენობები - სამზარეულო და ხის ღია სასადილო სივრცე. მოეწყო სპეციალური საკარვე ტერიტორია, რომელიც გათვლილია ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, ბანაკი ადაპტირებულია მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის და ერთდროულად 50-მდე ვიზიტორის, მათ შორის, ინკლუზიური ჯგუფების მიღება შეუძლია.

მათივე ცნობით, ბანაკის ტერიტორიაზე შესაძლებელია ღია ცის ქვეშ კონფერენციების, კინოჩვენებების, გამოფენების, სოციალურ კამპანიების, ტრენინგების, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება. „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით სოციალურ საწარმოში 5 პირი, მათ შორის, შშმ პირები დასაქმდებიან, საწარმოს შემოსავალი კი სოციალური მისიის განხორციელებას მოხმარდება.

„საქართველოს ბანკი“ სოციალური საწარმოების დაფინანსებას 2017 წლიდან ახორციელებს და ჯამში 10 სოციალური საწარმოს შესაქმნელად 386 917 ლარამდე საგრანტო დაფინანსება გამოყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა