ზაალ უდუმაშვილი - საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მაინც ჩატარდება

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს მაინც ჩატარდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტის წინ კარვების აღების შემდეგ განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, დღევანდელი ქმედებებით ხელისუფლებამ ქართველ ხალხს ომი გამოუცხადა.

„საპროტესტო აქცია მაინც ჩატარდება და გეგმები არ იცვლება. აქცია ბევრად უფრო მკაცრი იქნება. დღეს ყველამ ვნახეთ, რომ ხელისუფლება გადავიდა ძალადობაზე. ნაცვლად იმისა, რომ დაეკმაყოფილებინა შვილმკვდარი მშობლების მოთხოვნები, ხელისუფლება ღიად დაუპირისპირდა საზოგადოებას. ჩვენ ვნახეთ ფიზიკური ძალადობა არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ზაზა სარალიძეზეც სასამართლოში. ამით ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა საკუთარ საზოგადოებას", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა