"გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ კამპანიის ფარგლებში „კარფურში“ აქცია გაიმართა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრის სისხლის ბანკისა და მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკის მხარდაჭერით, კომპანია კარფურთან ერთად აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მოაწყო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია „კარფურის“ თანამშრომლებმა საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად აქტიური მონწილეობა მიიღეს ქვეყანაში არსებული სისხლის მარაგის უანგაროდ შევსებაში.

წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, აქციის ფარგლებში ასევე მოეწყო პირველი დახმარების საჯარო ჩვენება,სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პირველი დახმარების შესახებ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება კომპანია „კარფურის“ თანამშრომლებს გაწეული დახმარებისათვის და აქციაში მონაწილეობის მიღებისთვის მადლობას უხდის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო